მუსიკალური ტურნე ,,პიანინო''
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდა, ცნობილი პიანისტი, დავით ალადაშვილი და კომპანია "მაგთი" წარმოგიდგენთ პროექტს, "პიანინო", რომელიც გულისხმობს რეგიონულ ტურნეს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
დავით ალადაშვილი, თითოეული რეგიონის რამდენიმე ქალაქში ჩაატარებს კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ეს იქნება მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინო, რომელიც წინასწარ დაგეგმილ ადგილებში გაჩერდება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს კლასიკური მუსიკა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კონცერტი გაიმართება
4 სექტემბერს 18 საათზე, ხელოვნების სასახლის წინ.
სამუშაო შეხვედრა ბახმაროში
საქართველოს პარლამენტის წევრის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ინიციატივით, კურორტ ბახმაროში სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოაგარაკეებთან კურორტის პრობლემებზე საუბრით გაგრძელდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
სახელმწიფო ქონების ევროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - ეკატერინე სისაური;
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი - ნინო გვენცაძე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსი - ზვიად ტალიკაძე;
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე - დავით ტაბიძე.
გურიის გუბერნატორის მოადგილე - ქეთევან მოისწრაფეშვილი; გურიის სატყეო სააგენტოს უფროსი - კახა ღლონტი;
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან
2018 წლის 19 ივლისს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრისას პარლამენტის გენდერული თანსწორობის საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე.
პოლონეთის, ლიეტუვას და ნორვეგიის დამეგობრებული ქალაქების ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლების ვიზიტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვევით მიმდინარე წლის 11-18 ივლისს, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშრისო ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა უცხოელ სტუმრებს: პოლონეთის ლეჟაისკის პოვიატის საკრებულოსა და მერიის, ლიეტუვას ქალაქ პასვალისის მუნიციპალიტეტისა და ნორვეგიის ქალაქ დრანგედალის მერიის წარმომადგენლებს. შედგა ოფიციალური შეხვედრები მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობები კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.
ანსამბლი ,,ამაღლება“ მიიწვიეს 8 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკის დღესა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ 100 წლის იუბილეზე.ასევე ნორვეგიის ქალაქ დრანგედალში ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით, დარანგედალსა და ნორვეგიის სამ ქალაქში გაიმართება ანსამბლ ,,ამაღლების“ კონცერტები, მიღებული შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ანსამბლ „ამაღლების“ განვითარებას.
ქალაქ ლეჟაისკისა და პასვალისის წარმომადგენლებთან მოხდა შეთანხმება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის გახსნის შემდეგ, მოხდება ოფიციალური დამეგობრება ქალაქებში არსებულ პროფესიულ სასწავებლებთან, რაც მოიცავს: გაცვლით პროგრამებსა და და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას.
ქალაქის წარმომადგენლები დაეხმარებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული პროექტების და ინვესტიციების მოზიდვაში.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობები.
თეატრალური ფესტივალი დაიწყო
5 ივლისს, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერალის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთის თეატრის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის - ,,მონატრება“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძე საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგა.
უკვე მეორედ, ოზურგეთის თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით გახორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ფესტივალში, წელს, 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმიის თეატრი “U Mosta” სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალი 14 ივლისის ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #თეატრალურიფესტივალი2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრში დაიწყო 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში.
ჩემპიონატში იასპარეზებენ 18 წელს ზევით ასაკის, ადგილობრივი, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარულ მოჭადრაკეები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია-საკრებულო და ჩოხატაურის ჭადრაკის ფედერაცია.
#გურია2018 #ჩოხატაური20178 #ჭადრაკისჩემპიონატი2018
უამინდობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
18 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა შიდა სასოფლო გზები, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი.
სხავდასხვა ლოკაციებზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად. მიმდინარეობს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და აღნუსხვა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სტიქია
კონკურსი - ,,საქართველოს მოხალისე''
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის
განვითარების პროგრამას - "საქართველოს მოხალისეს“. პროგრამის განხორციელებას
საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის
მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის
ჩათვლით გამოაცხადა კონკურსი ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64
მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო
მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
კონკურსის პირველი ეტაპი:
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა,
მიმდინარე წლის ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ
სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურს
ის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში
მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო
არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში
გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის
უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის
დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა :მოხალ ისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა
ხიდისთავის თემში შიდა გზების რეაბილიტაცია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ხიდისთავის თემში იმყოფებოდა. მერმა სოფლის შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საანგარიშო კონცერტი ხელოვნების სასახლეში.
4 ივნისს, ა (ა) იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში გაიმართა სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღსაზრდელებისა და პედაგოგების ნამუშევრები : ფერწერის, თექის, კერამიკის, მაკრამეს, ხეზე კვვეთისა და ხალხური რეწვის ნიმუშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.