ქვიშის პოეტების საღამო
10 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კინოთეატრ „გურიაში" ჩატარდა „ქვიშის პოეტების საღამო", რომელშიც მონაწილეობდნენ:
ჯანო შენგელია - ზუგდიდი;
დემეტრე ზარქუა - ზუგდიდი;
ზურაბ მურვანიძე - ლანჩხუთი;
პაპუნა ფირცხალაიშვილი - ლანჩხუთი;
პაპუნა რევიშვილი - ქუთაისი;
რევაზ ცინცაძე - ჩოხატაური;
თიკო კოტრიკაძე - ჩოხატაური.
წამყვანი ქეთევან კუკულავა.
ღონისძიების მხარდამჭერები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. გამგებელი კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოების ხარისხით. 1 ოქტომბერს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განახლებულ შენობაში დაიწყებენ სწავლას.
გამგებელი ზოტში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, სოფელ ზოტს ეწვია. შეხვედრისას მან აღნიშნა: ამ ბავშვებისთვის მომავალ წელს სკოლა აშენდება, მანამდე კი ახალ ბურთებს მიიღებენ საჩუქრად.
გამგებელმა ასევე მოინახულა მშენებარე საბავშვო ბაღი.
გაფრთხილება კულტურის სახლის მშენბელ კომპანიას
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, დაბის ცენტრში, კულტურის სახლის მშენებლობის ადგილას მივიდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მკაცრად გააფრთხილეს: თუ მშენებლობის გრაფიკში ჩამორჩენა არ იქნა აღმოფხვრილი, დაიწყება სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა.
სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, სოფელ წიფნარს ეწვივნენ. მოინახულეს წიფნარის სკოლის მშენებლობა, რომელიც 12 ოქტომბერს დასრულდება.
გამგეობის დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ სოფელ წიფნარში მოინახულეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი. ამ ოჯახისთვის ახალი სახლის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხა გამოყო
ბენდელიანის ქუჩის რეაბილიტაცია
დაბა ჩოხატაურში ბენდელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სანიაღვრე არხებისა და ასფალტის დაგების სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.