ტურისტული ბრენდი-ტურიზმის განვითარების შანსი
დღეს 10 სექტემბერს 12:00 - ტურისტული ბრენდი - ტურიზმის გაძლიერების შანსი გურიასა და ევრორეგიონ ,,BYG”-შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით იმართება კონფერენცია. მსურველებს შეუძლიათ დასწრება Zoom პლატფორმის მეშვეობით: https://zoom.us/j/94719455760?pwd=REw0YmhJQUVCZU1ac2xMVW1DS1Mydz09
განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევას.
პრეტენდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულია აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განსაფასებლად ელექტრონული ფოსტის საშუალებით (This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.) დაეგზავნება არანაკლებ სამ პრეტენდენტს, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავისი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს და დოკუმენტაცია წარმოდგენილი ექნება ხარვეზის გარეშე (ხარვეზიანი დოკუმენტი არ განიხილება). თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის ვადაა 2021 წლის 7 ივლისის ჩათვლით.
კურორტ ბახმაროს მოაგარაკეთა საყურადღებოდ!
კორორტ ბახმაროში, მიმდინარე წლის საკურორტო სეზონამდე, ენერგო-პრო ჯორჯიას დაგეგმილი აქვს ახალ აშენებული ელექტრული ქსელის ჩართვა (პარალელურად ძველი ქსელის დემონტაჟის დაწყება) და მოაგარაკეთა ინდივიდულურ აბონენტებად რეგისტრაცია, რომლის შემდგომაც, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება მოხდება ინდივიდუალურად.
ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, მოაგარაკემ შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს კომპანიას, რომელსაც თან უნდა დაურთოს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" მდ. საშუალაზე 2,25 მგვტ
დადგმული სიმძლავრის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესის, 35 კვ მიწისქვეშა
ელექტროგადამცემი ხაზის და 35 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის
პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მდ. საშუალაზე 2,25 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 35 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია":
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და
ადგილი: 2021 წლის 24 ივნისი 15:30 საათი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხიდისთავის
ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
საჯარო განხილვა
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, კურორტი ბახმარო;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა: 2021 წლის 24 მაისი 15:00 საათზე ქ. ჩოხატაურის მერიის შენობა;
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ. ჩოხატაურის მერიის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 24 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ინფორმაცია ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე დაგეგმილი 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბახვი 1 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი იქნა მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29333).
მიმდინარე წლის 16 აპრილს შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა ზემოაღნიშნულ პროექტთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31750)
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სკოპინგის განცხადება - სს „სუფსა ენერჯის“ მდ. ბარამიძისწყალზე 7.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბარამიძე ჰესი“-ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და
ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „სუფსა ენერჯი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:
საჯარო განხილვის დრო: 2021 წლის 2 მარტი, 14:00 საათი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m39834bc4927d4eb95fb504ccd993bb64
შეხვედრის ნომერი: 181 677 6986
შეხვედრის კოდი: 987654321
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა
სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად
ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში”
განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0),
რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო
განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და
მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის
ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია
განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ.
აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური
კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე
დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).
სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები
შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021
წლის 10 მარტამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ.
ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისიბრძანებით(იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge)საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები დაგზისპირა მოსაცდელები;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
ელექტრონული მმართველობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურში (სხივი) დაინერგა ახალი ელექტრონული მმართველობის სერვისები. ახალი ელექტრონული სისტემა არის მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ის უკეთ ემსახურება საკუთარ მოქალაქეს. ახალი ელექტრონული სისტემა მოიცავს შემდეგ სერვისებს:
1. ელექტრონული განცხადებების ერთიანი სისტემას - ms.gov.ge;
2. შენი იდეა მუნიციპალიტეტის მერს - idea.municipal.gov.ge; (ბრძანება, განხორციელების წესი)
3. მუნიციპალური პროექტების მონიტორინგს - build.municipal.gov.ge;
4. მოქალაქეთა ონლაინ დახმარებას - ms.gov.ge.
ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური რესურსი და დრო, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.
იხ. ახალი ელექტონული მმართველობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას (25 ნოემბრი - 10 დეკემბერი) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. 16 დღის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას,ასევე საინფორმაციო სოციალრი მედია აქტივობების განხორციელებას.
ჩოხატაურის მუნციპალიტეტი აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო, გეგმავს ონლაინ შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, ჩატარდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა. კამპანიის ფარგლებში მცირე აქცია -მსვლელობის დროს გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები, ბეჭდური სახით ასევე გავავრცელებთ ელექტრონული საშუალებებითაც.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომე-
ლიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური
მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.
მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. კერძოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, მუნიციპალიტეტის როგორც 2019 წლის, ასევე 2020 წლის ბიუჯეტში და სოციალური დახმარების გაცემის წესში გათვალისწინებული იქნა კონკრეტული „მუხლი 23. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“, რომლის პირველ პუნქტშიც გათვალისწინებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ბენეფიციართა ფულადი დახმარება :
„1.1 მსხვერპლმა/ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოდაგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან. დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
1.2 ბენეფიციარის განცხადებას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში არსებული სამუშაო ჯგუფი და სათანადო დასკვნით განისაზღვრება დახმარების ზუსტი ოდენობა.
1.3 თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარზე დადგენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 1500 ლარამდე.“
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ გულგრილობა, და გვერდზე გადგომა დაუშვებელია, უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.