ტრენინგი 2 მაისი
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“(GIZ) შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის მდგრადიგანვითარების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია ტრენინგის „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ ჩატარება გურიაში.
აღნიშნული ტრენინგები, ხელს შეუწყობს რეგიონებში კონკურენტუნარიანი მომსახურებების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კურსი ჩატარდება ტრენერის - მირანდა გორგილაძის მიერ.
ტრენინგის ძირითადი თემატიკები:
ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ჰიგიენის ნორმები;
რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა;
სურსათის უვნებლობა;
ალერგენების მართვა;
სამუშაო ინსტრუქციები;
საკანონმდებლო მოთხოვნები.
სასაწავლო კურსი ჩატარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში - სხდომათა დარბაზში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ.
ტელ:577417810 - ანა შარაშენიძე
დასაწყისი 12 საათიდან 18 საათამდე.
სკრინინგის განცხადება - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბუქსიეთში მდ. გუბაზეულზე სს „ბუქსი ჰესის„ 10 000 კუბ.მ - ზე მეტი მოცულობის კაშხლის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილისაქმიანობისდასახელება: 10 000 მ3-ზე მეტი მოცულობის კაშხლის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაცია;
დაგეგმილისაქმიანობისგანმახორციელებელი: სს „ბუქსი ჰესი“;
დაგეგმილისაქმიანობისგანხორციელებისადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუქსიეთი;
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილისჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).
დაწყება 04.04.2022
ასოციაცია „ანიკა“ აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს
ასოციაცია „ანიკა“ აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში“.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად: განმცხადებელმა თავდაპირველად უნდა წარმოადგინოს პროექტის მოკლე მონახაზი (ე. წ. concept note), ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გასული აპლიკანტი წარადგენს სრულ განაცხადს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2022 18:00 საათი
3. Concept Note ანიკა - განაცხადის ფორმა
მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის უცხოეთიდან დაბრუნებულ მიგრანტებს, მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების/პროექტებისა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.
ცენტრში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- პირადი დოკუმენტების აღება/განახლება/აღდგენა
- საცხოვრისით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები
- უძრავი (მიწის, შენობის) და მოძრავი (სატრანსპორტო საშუალებები) ქონების რეგისტრაცია
- სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია
- საქართველოში მოქმედი გადასახადები და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები
- საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისა და მაღალმთიანი დასახლების საწარმოსთვის
- ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები/პროექტები (ეროვნული, რეგიონული, მუნიციპალური)
- სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართვის პირობები და პროცედურები
- პროფესიული სწავლების მოკლევადიანი კურსები
- უცხოეთში მიღებული განათლებისა და არაფორმალური განათლების აღიარება
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და მათში ჩართვის პირობები და პროცედურები (ეროვნული, მუნიციპალური)
- სოციალური პროგრამები (ეროვნული, მუნიციპალური)
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები
- საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამები
ცენტრის თანამშრომლები არა მარტო მოგაწვდიან თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სანდო ინფორმაციას, არამედ დაგეხმარებიან შესაბამის პროგრამაზე, უწყებასა და/ან ორგანიზაციაში გადამისამართებაში. ცენტრში მოსვლა და მომსახურების მიღება შეუძლიამუნიციპალიტეტის ნებისმიერ მაცხოვრებელს.
ცენტრი მდებარეობს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. მისამართი: წერეთლის ქ. N2, სართული II, ოთახი - საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილება.
ცენტრის მუშაობის დრო:
- ორშაბათი, 11:00 -15:00 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
- ოთხშაბათი, 10-15 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
საკონტაქტო ტელეფონი: 595305550; 555204422;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
განცხადება გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.
ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
გზშ-ის ანგარიშები იხილეთ ქვემოთ:
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33602
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 10 თებერვალს 10:00 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული შენობა.
2. 2022 წლის 11 თებერვალს 16:30 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხაკოურას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა გენდერული უთანასწორობის გამოვლინება და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა. მუნიციპალიტეტი აცნობიერებს საკუთარ როლს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი გარემოს შექმნაში. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე არასამთავრობო და საერთაერთშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბის და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია და თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
ტრენინგი - ენერგოეფექტურობა და კლიმატგონივრული საოჯახო პრაქტიკა
2021 წლის, 29 და 30 ნოემბერს, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან და ენერგო ეფექტურობის ცენტრთან თანამშრომლობით გამართავს ტრენინგ კურსს თემაზე ენერგო ეფექტურობა და კლიმატ გონივრული საოჯახო პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საჯარო მოხელეებს, აქტიურ მოქალაქეებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
ტრეინინგის მიზანია, მსმენელებმა მარტივი ენერგოაუდიტის საშუალებით და ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით შეძლონ ენერგომოხმარების და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შემცირება. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაათვალიერებენ ზოტის საბავშვო ბაღს, სადაც ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგურები.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
https://docs.google.com/.../1FAIpQLSecvHPlFRLo75.../viewform
ტრენინგი გაიმართება 29 და 30 ნოემბერს ჩოხატაურის მერიის შენობაში. 10:00 დან 17:00 საათამდე. მონაწილეების კვება და ტრანსპორტირება ზოტში უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის ორგანიზატორების მიერ.
ტრენინგი „ონლაინ გაყიდვები“
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია ტრენინგის„ ონლაინ გაყიდვები“-ის ჩატარება გურიაში, ქვემო ქართლსა და რაჭაში.
აღნიშნული ტრენინგები, ხელს შეუწყობს რეგიონებში კონკურენტუნარიანი მომსახურებების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ტრენინგ კურსი ჩატარდება სასწავლო ცენტრის, „თეგეტას აკადემიის“ ტრენერის - ლია მოშიაშვილის მიერ.
ტრენინგის ძირითადი თემატიკები:
ონლაინ გაყიდვების არსი და როლი ბიზნესში
ონლაინ გაყიდვების ეფექტური პლატფორმების შერჩევა
ონლაინ გაყიდვების როლი პანდემიის დროს
კონტენტ სტრატეგიის შექმნა
მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის წარმოება
მომხმარებლის ქცევა/უკუკავშირი
დროის მენეჯმენტი
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სასაწავლო კურსი ჩატარდება ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით, 25 ნოემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით. თითოეულ რეგიონში გადამზადდება 50-მდე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანი. ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 სთ (ორი დღე, დღეში 3სთ).
მეწარმეობის პრაქტიკული კურსი
სასწავლო/ტრენინგ კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან (ლანჩხუთი, ჩოხატაური) თანამშრომლობით, სსიპ აწარმო საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Wamen) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მეწარმეებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმეებს, რომელთა ასაკი არის 18 წლის ზემოთ;
ვისაც აქვს ან სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და გააჩნია ბიზნეს იდეა.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ერთდღიან ტრენინგენს ტითეულ მუნიციპალიტეტში, რომელიც გააერთიანებს სამ ძირიტად მოდულს:
1. სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
2. ბიზნეს მოდელის შემუშავება- ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა
3. მეწარმეობის საბაზისო უნარები
• კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
• კურსის ხანგრძლივობა: 5 საათი
• პერიოდი: 24 - 25 ნოემბერი (24 ნოემბერი- ლანჩხუთი; 25 ნოემბერი- ჩოხატაური)
• ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული
• კურსში მონაწილეობას მიიღებს თითოეული მუნიციპალიტეტის მასშტაბით 50 პირი, რომელთაგან მინიმუმ 25 შერჩეული მონაწილე იქნება ქალი.
• კურსში მონაწილეობა არის უფასო.
• კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმების გადარჩევის გზით.
მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1aFJo1EsOrWiqUwvCJ3hBj72p9mEk5tLwvvMvZbCTLPo/edit
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 555005651 თინათინ ოდილავაძე
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემებრი, 2021 წელი
სიახლე მათთვის, ვისაც სურს კარიერული განვითარება და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღება
გურიის რეგიონში - ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, გაძლევთ უნიკალურ შანსს შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს.
ცენტრში დაგეგმილია შემდეგი სასწავლო კურსები:
სამუშაოს მოძიების უნარების კურსი
ინგლისური ენის შემსწავლელი 6 თვიანი კურსი
კომპიუტერული უნარების შემსწავლელი კურსი
სამეწარმეო უნარების კურსი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/bcmVq9mtHZev5PdYA
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), საქართველოს გაეროს ასოციაციისა
(UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
571 094 949; 595448 892; 557 923 579
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი
ჩოხატაურის ოფისი:
555022935; 577594659
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სარეგისტრაციო ფორმა
docs.google.com