განცხადება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე შესასყიდი ფასების მოკვლევას.
პრეტენდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულია აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. უნდა წარმოადგინონ:
1. მიმართვა;
2. ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განსაფასებლად ელექტრონული ფოსტის საშუალებით (This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.) დაეგზავნება არანაკლებ სამ პრეტენდენტს, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავისი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს და დოკუმენტაცია წარმოდგენილი ექნება ხარვეზის გარეშე (ხარვეზიანი დოკუმენტი არ განიხილება). თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის ვადაა 2022 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, კურორტი ბახმარო.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 28 ივლისი, 16:00 საათი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების შესახებ
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილ იქნა მდ. ბახვისწყალზე,
ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (იხ. ლინკი -
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33570).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით
სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე
(იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33872)
2022 წლის 29 აპრილს შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ N10717 წერილის შესაბამისად,
სამინისტროში წარდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი:
https://nea.gov.ge/Ge/GZSH/17) მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი
1 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ანგარიშთან დაკავშირებით.
დაზუსტებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და
მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 4
ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.
ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება იწყება
რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი?
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. 2022 წლიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პირველ ეტაპზე დაბის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 50 000 ლარი. გამოყოფილი თანხა დაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.
სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია – საზოგადოების ჩართულობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო სფეროა თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკის ფორმირება და მისი მეშვეობით მუნიციპალიტეტის ან ქალაქის განვითარების მიმართულებების განსაზღვრა. ამის საშუალებას იძლევა სამოქალაქო ბიუჯეტი. სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სამოქალაქო ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობისათვის. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული ფულადი სახსრების განკარგვა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს თავად დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ასევე თვალყური ადევნონ მათ განვითარებას.
Read more: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება იწყება
ინფო-ტური გურიაში
10-12 მაისს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფო-ტური განახორციელა გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ტურის ორგანიზატორები იყვნენ ადმინისტრაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
აღნიშნულ ტურში მონაწილეობდნენ ქართული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები, რომლებიც შეირჩნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „Gitoa” - საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” - საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ.
მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტული მარშრუტებისა და ობიექტების პოპულარიზაციისათვის და საბოლოო პაკეტის შეთავაზებისათვის, რომელიც მათ მოამზადეს ფოტო თუ ვიდეო მასალის სახით.
სიუჟეტები:
https://www.facebook.com/watch/?v=326908656247061
https://www.facebook.com/watch/?v=715453946338056
ტრენინგი 2 მაისი
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“(GIZ) შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის მდგრადიგანვითარების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია ტრენინგის „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ ჩატარება გურიაში.
აღნიშნული ტრენინგები, ხელს შეუწყობს რეგიონებში კონკურენტუნარიანი მომსახურებების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კურსი ჩატარდება ტრენერის - მირანდა გორგილაძის მიერ.
ტრენინგის ძირითადი თემატიკები:
ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ჰიგიენის ნორმები;
რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა;
სურსათის უვნებლობა;
ალერგენების მართვა;
სამუშაო ინსტრუქციები;
საკანონმდებლო მოთხოვნები.
სასაწავლო კურსი ჩატარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში - სხდომათა დარბაზში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ.
ტელ:577417810 - ანა შარაშენიძე
დასაწყისი 12 საათიდან 18 საათამდე.
სკრინინგის განცხადება - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბუქსიეთში მდ. გუბაზეულზე სს „ბუქსი ჰესის„ 10 000 კუბ.მ - ზე მეტი მოცულობის კაშხლის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილისაქმიანობისდასახელება: 10 000 მ3-ზე მეტი მოცულობის კაშხლის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაცია;
დაგეგმილისაქმიანობისგანმახორციელებელი: სს „ბუქსი ჰესი“;
დაგეგმილისაქმიანობისგანხორციელებისადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუქსიეთი;
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 13 აპრილისჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს).
დაწყება 04.04.2022
ასოციაცია „ანიკა“ აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს
ასოციაცია „ანიკა“ აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში“.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად: განმცხადებელმა თავდაპირველად უნდა წარმოადგინოს პროექტის მოკლე მონახაზი (ე. წ. concept note), ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გასული აპლიკანტი წარადგენს სრულ განაცხადს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2022 18:00 საათი
3. Concept Note ანიკა - განაცხადის ფორმა
მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის უცხოეთიდან დაბრუნებულ მიგრანტებს, მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების/პროექტებისა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.
ცენტრში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- პირადი დოკუმენტების აღება/განახლება/აღდგენა
- საცხოვრისით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები
- უძრავი (მიწის, შენობის) და მოძრავი (სატრანსპორტო საშუალებები) ქონების რეგისტრაცია
- სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია
- საქართველოში მოქმედი გადასახადები და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები
- საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისა და მაღალმთიანი დასახლების საწარმოსთვის
- ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები/პროექტები (ეროვნული, რეგიონული, მუნიციპალური)
- სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართვის პირობები და პროცედურები
- პროფესიული სწავლების მოკლევადიანი კურსები
- უცხოეთში მიღებული განათლებისა და არაფორმალური განათლების აღიარება
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და მათში ჩართვის პირობები და პროცედურები (ეროვნული, მუნიციპალური)
- სოციალური პროგრამები (ეროვნული, მუნიციპალური)
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები
- საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამები
ცენტრის თანამშრომლები არა მარტო მოგაწვდიან თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სანდო ინფორმაციას, არამედ დაგეხმარებიან შესაბამის პროგრამაზე, უწყებასა და/ან ორგანიზაციაში გადამისამართებაში. ცენტრში მოსვლა და მომსახურების მიღება შეუძლიამუნიციპალიტეტის ნებისმიერ მაცხოვრებელს.
ცენტრი მდებარეობს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. მისამართი: წერეთლის ქ. N2, სართული II, ოთახი - საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილება.
ცენტრის მუშაობის დრო:
- ორშაბათი, 11:00 -15:00 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
- ოთხშაბათი, 10-15 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
საკონტაქტო ტელეფონი: 595305550; 555204422;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (იხ. ბრძანება).
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საიტიდან (chokhatauri.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ. დანართი), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში. შესაძლებელია, მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
განცხადება გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.
ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
გზშ-ის ანგარიშები იხილეთ ქვემოთ:
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33602
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 10 თებერვალს 10:00 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული შენობა.
2. 2022 წლის 11 თებერვალს 16:30 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხაკოურას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.