ვაჟა აზარაშვილი ჩოხატაურში
20 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
დავასუფთავოთ ჩოხატაური
23 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ჩატარდება დასუფთავების აქცია.
„დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.
2018 წლის დედამიწის დღის დევიზია: „პლასტიკის ერის დასასრული“
შემოგვიერდით!
დავასუფთაოთ საქართველო! დავასუფთავოთ ჩოხატაური! ჩვენი მუნიციპალიტეტი - ჩვენი პასუხისმგებლობაა!
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #დავასუფთავოთსაქართველო
შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გაუმჯობესების ექსპერტს ენტონი ლითლს და პროექტის მონიტორინგის და შეფასების ექსპერტს ვალერი გულბანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მიმდინარე და სამომავლოდ განსახილვევ პროექტებზე.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“. ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ღვაწლმოსილი პედაგოგები და მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა
„ბახმარო“ კვლავ ლიდერებს შორისაა
3 აპრილს, ჩოხატაური მუნიციპალიტეტის ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მესამე ეროვნული ლიგის კალენდარული მატჩი გაიმართა.
ჩოხატაურის „ბახმარომ“ გათამაშების ლიდერს ქალაქ გორის გუნდს უმასპინძლა. თამაში ფრედ : 1-1 დამთავრდა.
ექვსი ტურის შემდეგ ბახმარო წაუგებლად ასპარეზობს და 14 ქულით, ოც გუნდს შორის მეოთხე ადგილზეა.
წარმატებას ვუსურვებთ ჩევენს გუნდს!
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი
საინფორმაციო აქცია ამაღლების თემში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, ამაღლების თემში გაიმართა საინფორმაციო აქცია,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. შეხვედრაზე საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, მავნებლის მექანიკური განადგურების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობისა და მობილიზების აუცილებლობაზე. აქციას ჩოხატაურის მოხალისეთა გუნდი შეუერთდა, რომლებმაც მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
აქცია ჩოხატაურში
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში, ასევე ხელოვნების სასახლესთან, „გახდი ჩოხატაურის მოხალისე“-ს წევრების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო აქცია გაიმართა, აქციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, მერის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები შეუერთდნენ.
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი ვაკო კოტრიკაძე და მისი ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ აუტიზმი დაავადება არ არის.
#გურია2018 #ჩოხატაური2018
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამის სამსახურებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იმყოფებოდნენ.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა2018
ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, დამატებით 50 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი მიიღო, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის პროცესს.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა
კახა მგალობლიშვილის პერსონალური გამოფენა
12 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ა(ა)იპ არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, კახა მგალობლიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით, „უცხო სინამდვილე“ გაიმართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #კულტურა2018
რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობაში
11 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჩოხატაურის სასპორტო სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოჭიდავეების ხვიჩა ცინცაბაძისა და ზურაბ ბიბინეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VII რესპუბლიკური ტურნირი ჭირაობაში დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 18 გუნდმა- 270 მოჭიდავემ.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს ორგანიზება გაუწია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრმა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი