პროექტის „რა ყოფილა გურია“ პრეზენტაცია
5 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ევროკავშირის პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვერდაზე ასევე წარმოდგენილი იქნა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საიმიჯო ვიდეო კლიპისა და წიგნის „აი, გურია!“ პრეზენტაცია, რომლებიც უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს ჩოხატაურის ღირსშესანიშნაოებებს გააცნობენ.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა, უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ-„პროგრესის სახლთან“ ერთად ახორციელებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროექტის დირექტორი ნანა თავმდუმაძე და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #რაყოფილაგურია
დასახლებული პუნქტის, დაბა ბახმაროს შექმნის თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართა
2018 წლის 30 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა, საჯარო განხილვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბახმაროს ისტორიულ უბანში დასახლებული პუნქტის, დაბა ბახმაროს შექმნის თაობაზე.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩოხატაურში
15 ოქტომბერს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბ. პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-2019 „-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები დაიწყო.
ოლიმპიადა, რომელშიც აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის სკოლები, 31 დეკემბერს დასრულდება.
პროექტის მხარდამჭერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი
გორაბერეჟოულის საავტომობილო გზა მოასფალტდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფრის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია, სოფლის ხელმძღვანელ პირთან ერთად გაეცნო.
პროექტს ახორციელებს შპს „GEORGIAN BUILD”-ი.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ინფრასტრუქტურა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შპს „შელერი“-ს „გუბაზეული 6 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „შელერი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვაბღას და ჩხაკაურას მიმდებარე ტერიტორია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2018 წლის 23 ოქტომბერი 12:00 საათი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბღას კლუბის შენობა
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, შპს „შელერი“-მ სამინისტროში წარმოადგინა განცხადება „გუბაზეული 6 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის სკოპინგის დასკვნის მიღების თაობაზე.
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბღას კლუბის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 25 ოქტომბრისა, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს“ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხილეთ საჯარო განხილვის წესი.
მუსიკალური ტურნე ,,პიანინო''
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდა, ცნობილი პიანისტი, დავით ალადაშვილი და კომპანია "მაგთი" წარმოგიდგენთ პროექტს, "პიანინო", რომელიც გულისხმობს რეგიონულ ტურნეს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
დავით ალადაშვილი, თითოეული რეგიონის რამდენიმე ქალაქში ჩაატარებს კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ეს იქნება მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინო, რომელიც წინასწარ დაგეგმილ ადგილებში გაჩერდება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს კლასიკური მუსიკა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კონცერტი გაიმართება
4 სექტემბერს 18 საათზე, ხელოვნების სასახლის წინ.
სამუშაო შეხვედრა ბახმაროში
საქართველოს პარლამენტის წევრის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ინიციატივით, კურორტ ბახმაროში სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოაგარაკეებთან კურორტის პრობლემებზე საუბრით გაგრძელდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
სახელმწიფო ქონების ევროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - ეკატერინე სისაური;
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი - ნინო გვენცაძე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსი - ზვიად ტალიკაძე;
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე - დავით ტაბიძე.
გურიის გუბერნატორის მოადგილე - ქეთევან მოისწრაფეშვილი; გურიის სატყეო სააგენტოს უფროსი - კახა ღლონტი;
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან
2018 წლის 19 ივლისს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრისას პარლამენტის გენდერული თანსწორობის საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე.
პოლონეთის, ლიეტუვას და ნორვეგიის დამეგობრებული ქალაქების ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლების ვიზიტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვევით მიმდინარე წლის 11-18 ივლისს, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშრისო ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა უცხოელ სტუმრებს: პოლონეთის ლეჟაისკის პოვიატის საკრებულოსა და მერიის, ლიეტუვას ქალაქ პასვალისის მუნიციპალიტეტისა და ნორვეგიის ქალაქ დრანგედალის მერიის წარმომადგენლებს. შედგა ოფიციალური შეხვედრები მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობები კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.
ანსამბლი ,,ამაღლება“ მიიწვიეს 8 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკის დღესა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ 100 წლის იუბილეზე.ასევე ნორვეგიის ქალაქ დრანგედალში ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით, დარანგედალსა და ნორვეგიის სამ ქალაქში გაიმართება ანსამბლ ,,ამაღლების“ კონცერტები, მიღებული შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ანსამბლ „ამაღლების“ განვითარებას.
ქალაქ ლეჟაისკისა და პასვალისის წარმომადგენლებთან მოხდა შეთანხმება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის გახსნის შემდეგ, მოხდება ოფიციალური დამეგობრება ქალაქებში არსებულ პროფესიულ სასწავებლებთან, რაც მოიცავს: გაცვლით პროგრამებსა და და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას.
ქალაქის წარმომადგენლები დაეხმარებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული პროექტების და ინვესტიციების მოზიდვაში.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობები.
თეატრალური ფესტივალი დაიწყო
5 ივლისს, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც მწერალის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთის თეატრის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის - ,,მონატრება“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძე საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგა.
უკვე მეორედ, ოზურგეთის თეატრი, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით გახორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ფესტივალში, წელს, 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმიის თეატრი “U Mosta” სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალი 14 ივლისის ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, სპექტაკლით „მზიანი გული“ დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #თეატრალურიფესტივალი2018