ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოებით, ასევე ეკო-ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო სასწავლო კურსი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ან/და განვითარების მიზნით
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს:
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ბიზნეს-უნარების გაძლიერებას. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ დავალებებსა და ბიზნეს სიმულაციებს.
სასწავლო კურსი ფარავს შემდეგ საკითხებს:
- მეწარმეობა - იდეიდან განხორციელებამდე
- ფინანსური წიგნიერება - (ბიუჯეტირება, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, რისკების მართვა)
- საგადასახადო და იურიდიული საკითხები
- მარკეტინგი, ბრენდინგი და ელ-კომერცია
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- პრაქტიკული ბიზნეს დავალებები და ბიზნეს სიმულაცია
ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ ისარგებლონ ECO.Georgia-ს პროექტის დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმებით, როგორც ბიზნეს პროდუქტის შემუშავების, ასევე გაუმჯობესების პროცესში (ეტიკეტირება, მარკეტინგი, შეფუთვა, გამოფენებში მონაწილეობა და სხვ.)
დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგში მონაწილოებისათვის აუცილებლად უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ: https://forms.gle/ujNn5X7ECJiYX3mw6
ან შეავსონ კითხვარი, რომელიც ბეჭდური სახით ხელმისაწვდომია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
რეგისტრაცია დასრულდება 24 მაისს, დღის ბოლოს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ფარავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
გამოცხადებული სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური (SDC) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia“-ს ფარგლებში. პროექტი “ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ. პროექტი ერთობლივად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით.