კონკურსი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს,
გენდერული თანასწორობის საბჭოს ლოგოს შესაქმნელად.
ლოგოს მიზანი:
ლოგოს შექმნის მიზანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ჰქონდეს, მარტივი და უნიკალური გრაფიკული სიმბოლო;
მოთხოვნები:
• ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, უნდა იყოს მაქსიმალურად იდენტიფიცირებადი, მარტივი, ადვილად ცნობადი და დასამახსოვრებელი. იგი აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს თავად ლოგოს იდეის უმაღლეს მიზანს, თანასწორობის გამოხატვას.
• ლოგოს ესკიზი უნდა ასოცირდებოდეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასთან, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს
• ლოგოს ესკიზში უნდა ფიგურირებდეს გენდერული თანასწორობის ამსახველი სიმბოლიკა ან მისი შემადგენელი ნაწილი;
ტექნიკური დავალება:
• საბჭოს ლოგო – გენდერული თანასწორობის საბჭოს გრაფიკული სახე, ელექტრონული ვერსია.
• ლოგოს შინაარსი – გენდერული თანასწორობის სიმბოლოების/მოტივების გათვალისწინებით შერჩეული ზოგადი მოტივები;
• ლოგოს ფერი – უმეტესად ერთფერიანი ან მაქსიმუმ სამფერიანი გამოსახულება; ფერის ცვლილება შესაძლებელია სამუშაო განხილვის დროს;
• ლოგოს ფორმა – მეტწილად წრიული ფორმის, მთლიანობის განცდით; მნიშვნელოვანია ფორმა იყოს უნივერსალური.
• ლოგოს კონცეფცია – ლოგოს შინაარსის – გრაფიკული გამოსახულების მოკლე ტექსტური აღწერა: რატომ, რა დატვირთვისა და ემოციის მატარებელია
კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება 300 (სამასი) ლარით. გამარჯვებულს გამოავლენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ხმათა უმრავლესობით.
ლოგოს ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. .
ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ნოემბერი
საკონტაქტო პირი: მარინე ბერაძე    ტელ: 599806708

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG