მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება დაიწყო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის უცხოეთიდან დაბრუნებულ მიგრანტებს, მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების/პროექტებისა და მათში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.
ცენტრში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- პირადი დოკუმენტების აღება/განახლება/აღდგენა
- საცხოვრისით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები
- უძრავი (მიწის, შენობის) და მოძრავი (სატრანსპორტო საშუალებები) ქონების რეგისტრაცია
- სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია
- საქართველოში მოქმედი გადასახადები და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები
- საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისა და მაღალმთიანი დასახლების საწარმოსთვის
- ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები/პროექტები (ეროვნული, რეგიონული, მუნიციპალური)
- სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართვის პირობები და პროცედურები
- პროფესიული სწავლების მოკლევადიანი კურსები
- უცხოეთში მიღებული განათლებისა და არაფორმალური განათლების აღიარება
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და მათში ჩართვის პირობები და პროცედურები (ეროვნული, მუნიციპალური)
- სოციალური პროგრამები (ეროვნული, მუნიციპალური)
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები
- საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამები
ცენტრის თანამშრომლები არა მარტო მოგაწვდიან თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სანდო ინფორმაციას, არამედ დაგეხმარებიან შესაბამის პროგრამაზე, უწყებასა და/ან ორგანიზაციაში გადამისამართებაში. ცენტრში მოსვლა და მომსახურების მიღება შეუძლიამუნიციპალიტეტის ნებისმიერ მაცხოვრებელს.
ცენტრი მდებარეობს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. მისამართი: წერეთლის ქ. N2, სართული II, ოთახი - საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილება.
ცენტრის მუშაობის დრო:
- ორშაბათი, 11:00 -15:00 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
- ოთხშაბათი, 10-15 სთ (შესვენება 13:00 – 14:00 სთ)
საკონტაქტო ტელეფონი: 595305550; 555204422;