მეწარმეობის პრაქტიკული კურსი
სასწავლო/ტრენინგ კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან (ლანჩხუთი, ჩოხატაური) თანამშრომლობით, სსიპ აწარმო საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Wamen) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მეწარმეებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმეებს, რომელთა ასაკი არის 18 წლის ზემოთ;
ვისაც აქვს ან სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და გააჩნია ბიზნეს იდეა.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ერთდღიან ტრენინგენს ტითეულ მუნიციპალიტეტში, რომელიც გააერთიანებს სამ ძირიტად მოდულს:
1. სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
2. ბიზნეს მოდელის შემუშავება- ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა
3. მეწარმეობის საბაზისო უნარები
• კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
• კურსის ხანგრძლივობა: 5 საათი
• პერიოდი: 24 - 25 ნოემბერი (24 ნოემბერი- ლანჩხუთი; 25 ნოემბერი- ჩოხატაური)
• ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული
• კურსში მონაწილეობას მიიღებს თითოეული მუნიციპალიტეტის მასშტაბით 50 პირი, რომელთაგან მინიმუმ 25 შერჩეული მონაწილე იქნება ქალი.
• კურსში მონაწილეობა არის უფასო.
• კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმების გადარჩევის გზით.
მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1aFJo1EsOrWiqUwvCJ3hBj72p9mEk5tLwvvMvZbCTLPo/edit
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 555005651 თინათინ ოდილავაძე
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემებრი, 2021 წელი