სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

12 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ამაღლება, შუა ამაღლებასა და გოგოლესუბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
სოფელ ამაღლებაში მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და საქუჩო განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა.
შუა ამაღლების მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია , მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის გაფართოება. გოგოლესუბანში კი, შიდა სასოფლო გზებისა და სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილეებთან, სოფლის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.
#გურია2019 #ჩოხატაური2019 #სოფლისმხარადჭერისპროგარამა2019

სოფლის მხარაჭერის პროგრამა გრძელდება

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG