სოფლის მხარაჭერის პროგრამა

7 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაბლაციხე, ბუკისციხე იანეული, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
სოფელ ბუკისციხის მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, სოფლის წყალსადენის სათავენაგებობის რეაბილიტაცია და საქუჩო განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა.
იანეულის მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა, დაბლაციხეში კი, გარე განათება და შიდა სასოფლო გზებზე ცხაურებისა და მილხიდების მოწყობა დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისს სამსახურებთან ერთად.

სოფლის მხარაჭერის პროგრამა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG