ბიუჯეტის განხილვა
20 დეკემბერს , ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის სახალხო განხილვა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს- „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრები, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
#გურია2018 #ჩოხატაური2018