მუნიციპალიტეტის პირველობა პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში
დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობა პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო სამოცამდე მოყვარულმა მსროლელმა. საპრიზო ადგილებზე გასულ მოასპარეზეებს სიგელები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ჩემპიონატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია- საკრებულოს მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #სპორტი